00:37 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-06 10:04:41, 777 ნახვა

პოლიტიკა
იენს სტოლტენბერგი - აშკარაა, რომ ეს არ მოხდება ხვალ, თუმცა საქართველო და უკრაინა ნატო-ს წევრები გახდებიან

აშკარაა, რომ ეს არ მოხდება ხვალ, თუმცა საქართველო და უკრაინა ნატო-ს წევრები გახდებიან, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოსა და უკრაინის ძალისხმევას რეფორმების გატარებისა და ნატო-ს სტანდარტებთან დაახლოების კუთხით და როცა ალიანსის 30 წევრი შეთანხმდება, რომ ეს ქვეყნები გასაწევრიანებლად მზად არიან, ისინი ნატო-ს წევრები გახდებიან", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, მოცემულ საკითხე აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ესაუბრა.

„ჩემი აზრით, ნათელია, რომ ეს არ მოხდება ხვალ, მაგრამ უკრაინა და საქართველო ნატო-ს წევრები იქნებიან. ამიტომ, მინდა, მივმართო ჩვენს ნატოელ მოკავშირეებს და ამაზე ჯო ბაიდენთანაც ვისაუბრეთ: უნდა გავზარდოთ ჩვენი ძალისხმევა და მეტი გავაკეთოთ ასპირანტი ქვეყნებისთვის. ვიდრე ისინი არ არიან წევრები, მეტად უნდა დავეხმაროთ მათ უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში ინსტიტუტების ჩამოყალიბებაში, რეფორმების გატარებასა და კორუფციასთან ბრძოლაში", - დასძინა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics