|
2021-10-01 14:37:17, 680 ნახვა
საზოგადოება
თორნიკე რიჟვაძე სააკაშვილის ვიდეომიმართვაზე - იმდენად მოუძველდათ მეთოდები, რომ ფეიკ ვიდეოებსაც ხარისხი მოაკლეს
„ეს ყველაფერი ღიმილის მომგვრელია. იმდენად მოუძველდათ მეთოდები მოდელირებული ქრონიკის, მოდელირებული გამარჯვების შემქმნელებს, რომ უკვე ამ ფეიკ ვიდეოებსაც ხარისხი მოაკლეს," - აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ ვიდეოს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს კიდევ ერთხელ არის საზოგადოების, სახელმწიფოს, მხარდამჭერების და ამომრჩევლების აბუჩად აგდება. „მინდა ეიფორიაში მყოფ ოპოზიციურ სპექტრს, განსაკუთრებით კი ნაცმოძრაობას ვუთხრა, ამ ხალხმა ყველაზე კარგად იცის ამ მსჯავრდებული პრეზიდენტის გამბედაობის შესახებ: ეს არის ჩვეულებრივი ტაკიმასხარა, ლაჩარი და ვერასოდეს ვერ გაბედავს გადმოკვეთოს საქართველოს საზღვარი. ამაში დარწმუნებული ვარ. ის ნარატივი, რომელიც განავითარეს სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლასთან დაკავშირებით, არავის შეეშალოს, რადგან ახლა საქართველოს პრემიერ მინისტრი გახლავთ ირაკლი ღარიბაშვილი, შსს მინისტრი გახლავთ ვახტანგ გომელაური, სუს-ის ხელმძღვანელი გახლავთ ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი და მერწმუნეთ, რომ როგორც სახელმწიფო საზღვრები, ასევე ჩვენი ინსტიტუტები არის მოწოდების სიმაღლეზე" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. ასევე, თორნიკე რიჟვაძემ საქართველოს მოქალაქეებს მიმართა - ,,მინდა მოვუწოდო საქართველოს თითოეულ მოქალაქეს არჩევნებში განსაკუთრებული აქტიურობისაკენ, რომლითაც ერთხელ და სამუდამო განისაზღვრება ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარება და დასრულდება ამ კლოუნადის ასპარეზი".
ზელენსკიმ თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გადააყენა - ამას პროტესტი მოჰყვა
ვოლსკი: მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია
ირანის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული სარდლობა - აშშ-ის მიერ ჰორმუზის სრუტეში ჩარევას არ დავუშვებთ
მილიარდერები რუსეთიდან თავიანთი ფულის გატანას ჩქარობენ, რადგან სამხედრო ბიუჯეტისთვის კონფისკაციის შიში აქვთ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)