|
2021-09-30 22:08:11, 872 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა იტალიური პურისა და სხვადასხვა ნახევარფაბრიკატის საწარმო „რომივერიას" გახსნას დაესწრო
„მცირე ბიზნესი ყველაზე კარგი გამტარია ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის დაძლევის ამოცანებს შორის, მცირე ბიზნესი არის გარანტია, რომ შემოსავალი, რომელიც შიდა თუ გარე ბაზარზე პროდუქციის რეალიზაციით შემოვა, უფრო მეტად გადანაწილდება ადამიანების, ოჯახების სასარგებლოდ, აქედან გამომდინარე, ძალიან მიხარია, რომ ეს შესანიშნავი საწარმო შეიქმნა და მაქვს იმედი, რომ ამას არსებულმა, კარგმა საინვესტიციო გარემომ შეუწყო ხელი" - ამის შესახებ ნათია თურნავამ თბილისში, საწარმო „რომივერია"-ს გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა, რომელიც სხვადასხვა სახეობის იტალიურ ბრტყელ პურს, პიადინას და ასევე ნახევარფაბრიკატებს აწარმოებს. პროდუქციის რეალიზაცია როგორც შიდა, ასევე საექსპორტო ბაზრებზე იგეგმება.
ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, საქართველოს საექსპორტო კომპანიების უმეტესობა არის სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესი და მნიშვნელოვანია, რომ მცირე ბიზნესი აჩვენებს შესაძლებლობას, ექსპორტზე გავიდეს.
„ჩვენ ბიზნესის დახმარების ძალიან ბევრი პროგრამა გვაქვს, გვქონდა პრეზენტაცია და გავაცანით საზოგადოებას, რომ ბოლო შვიდი წლის განმავლობაში 1806 ბენეფიციარი დაფინანსდა სახელმწიფოს მიერ და ეს მონაცემები ინტერაქტიულ რუკაზეც იქნება გამოქვეყნებული, ჯერჯერობით, თქვენს კომპანიას არ გისარგებლიათ ჩვენი პროგრამებით, თუმცა, როდესაც თქვენი საწარმო განვითარდება, გაფართოვდება, დივერსიფიკაციას მოახდენთ, ახალ პროდუქციას გამოუშვებთ და ახალ ბაზრებზე გახვალთ, არ დაგავიწყდეთ, რომ ამ დროს თქვენს გვერდით არის ეკონომიკის სამინისტრო, ჩვენი სახელმწიფო პროგრამები და თუ დაგჭირდებათ გადაიარაღება, გაფართოება, მარკეტინგული თანადგომა თუ ექსპორტში დახმარება - მოგვაკითხეთ და სიამოვნებით დაგიდგებით გვერდში" - აღნიშნა ნათია თურნავამ. კომპანია „რომივერიას" ჯამური ინვესტიცია 1.000.000 ევროს აღწევს, ობიექტზე კი დასაქმებული იქნება 35 ადამიანი. საწარმოში ინტეგრირებულია ISO:22000 და HACCP ის სისტემები, ასევე, სრულად არის გათვალისწინებული სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული მითითებები. „რომივერია" აღჭურვილია საერთაშორისო დონის დანადგარებით, რომლებიც ფლობენ სერტიფიკატს - EURO-1. კომპანიის წარმომადგენლების ინფორმაციით, პირველ ეტაპზე საწარმო მომხმარებელს სხვადასხვა სახეობის იტალიურ ბრტყელ პურს, პიადინას შესთავაზებს, მეორე ეტაპზე კი განხორციელდება ნახევარფაბრიკატების წარმოების პროექტი: ასორტიმენტში იქნება მზა სენდვიჩები, დაჭრილი ლორი და ყველი, ასორტი ღვინისთვის ქართული ყველით, ჩირეულით და თხილით.
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე დავით ქაშიაშვილი დაიბარა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)