23:40 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-20 14:28:59, 412 ნახვა

საზოგადოება
პოლონელმა ჟურნალისტებმა ქუთაისის განახლებული აეროპორტი დაათვალიერეს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა პოლონელი ჟურნალისტების პრეს-ტურს უმასმინძლა. პოლონეთის წამყვანი ონლაინ გამოცემებისა და რადიო კომპანიების 5 ჟურნალისტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმყოფებოდნენ.-  ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების კომპანია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პრეს-ტურში წარმოდგენილ GAZETA.PL-ს ვებ-გვერდს თვეში 10 მილიონამდე ვიზიტორი ჰყავს. ტურში ასევე მონაწილეობდნენ RADIO KRAKOW, RADIO KULINARNE, POJECHANA და MAGICZNY SKŁADNIK ჟურნალისტები, რომლებიც საქართველოს ტურისტული მიმართულებების შესახებ რეპორტაჟებსა და სტატიებს მოამზადებენ.


"პრეს-ტურის ფარგლებში წამყვანი პოლონური მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტი დაათვალიერეს და აეროპორტის მუშაობის სპეფიციკას ადგილზე გაეცნენ.


შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა პოლონეთის ოთხი ქალაქიდან, ვარშავა, გდანსკი, ვროცლავი და კატოვიცე ხორციელდება. 28 სექტემბრიდან კი კვირაში ორი სიხშირით, ქუთაისიდან მოხვედრა პოლონეთის მეხუთე ქალაქში - კრაკოვის მიმართულებითაც იქნება შესაძლებელი. "-ნათქვამია განცხადებაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ზელენსკიმ ახსნა, თუ რატომ გადაწყვიტა ფედოროვის შეცვლა: პრობლემები არსებობს და ერთიანობა არ არსებობს
მიხეილ სააკაშვილი: რიყის თეატრი თქვენი მემკვიდრეობაა, რომელსაც ახლა ხალხს ართმევენ
გეგელია: კრემლი ღიად აქებს „ოცნების“ მთავრობას მეასედ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics