08:46 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-14 12:13:10, 695 ნახვა

სამართალი
ქვეყანაში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღიკვეთა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში, არადეკლარირებული ოქროს შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო საავტომობილო“, სომხეთის რესპუბლიკიდან შემოსულ სომხეთის მოქალაქის გ.კ.-ს მართვის ქვეშ არსებულ სატვირთო ავტომობილს, საბაჟო რისკების მართვის სამმართველოს მიერ, შემუშავებული რისკის პროფილის საფუძველზე, განესაზღვრა „წითელი“ დერეფანი და რენტგენოსკანერით დათვალიერება.

ამასთან, ეჭვის საფუძველზე, კონტროლის პროცედურების განხორციელების მიზნით, მებაჟე ოფიცრებმა, სატვირთო ავტომობილის სალონში მოწყობილ, სპეციალურ სამალავში ოქროს ნაკეთობები (წონა 224,41 გრამი) და ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩინეს. არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 37 821,76 ლარი შეადგინა.

ასევე, სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“. მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის ი.ხ.-ს რენტგენოსკანერით დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები და მონეტები (წონა 218,96 გრამი) იქნა აღმოჩენილი. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 27 756,77 ლარი შეადგინა.

საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

საზღვარზე კანონდარღვევით ოქროს შემოტანის კიდევ 2 ფაქტი აღიკვეთა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, მებაჟე ოფიცრებმა, რისკის პროფილის საფუძველზე, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეების, ფიზიკური დათვალიერების შედეგად, საერთო ჯამში, 34 273,8 ლარის ღირებულების, არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა 279,8 გრამი) საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს.

საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ჯამში, 34 273,8 ლარის ოდენობით შეეფარდათ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნატო უკრაინისთვის 70 მილიარდი ევროს ღირებულების იარაღის მიწოდებას გეგმავს
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics