|
2021-09-09 17:30:06, 490 ნახვა
საზოგადოება
კარლო ამირგულაშვილი ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის საბჭოს წევრად აირჩიეს
ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) მსოფლიო კონსერვაციის კონგრესის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსი კარლო ამირგულაშვილი ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის საბჭოს წევრად, 4 წლის ვადით აირჩიეს. საბჭო, კონგრესებს შორის ინტერსესიურ პერიოდში, კავშირის მთავარ მმართველ ორგანოს წარმოადგენს.-ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. „IUCN - ის მსოფლიო კონსერვაციის კონგრესი საფრანგეთში, ქალაქ მარსელში, 3-11 სექტემბერს ტარდება. ღონისძიების მიზანია ხელი შეუწყოს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ცოდნისა და ინფორმაციის გაცვლას, ასევე, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისთვის აუცილებელი ქმედებების განსაზღვრას. კონგრესზე, განსახილველ საკითხებს შორის არის: 2020 წლის შემდგომი ბიომრავალფეროვნების სტრატეგია, ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება, დაცული ტერიტორიების და ტყის მდგრადი მართვა.“-ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)