15:58 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-06 12:16:34, 436 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის სამინისტრო - მოვუწოდებთ ყველა მედიასაშუალებას უფრო გულისყურით მოეკიდონ თავდაცვის ძალების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას

თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რატომ დაცალეს ამერიკელმა ჯარისკაცებმა და შესაბამისმა პერსონალმა ვაზიანში ერთ-ერთი კორპუსი.

„გარკვეულ მედიასაშულებებში ვრცელდება თითქოსდა ექსკლუზიური ინფორმაცია, რომ ამერიკელმა ჯარისკაცებმა და შესაბამისმა პერსონალმა ვაზიანში ერთ-ერთი კორპუსი დაცალეს.

31 აგვისტოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, თავდაცვის სამინისტრომ უკვე გაავრცელა ცნობა, რომ ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში საქართველოს თავდაცვის ძალებსა და აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსს შორის ორმხრივი თანამშრომლობის პროგრამის დახურვის ცერემონიალი გაიმართა.

აღნიშნულ ღონისძიებას დაესწრო მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი და ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის მეთაური, გენერალ-მაიორი ტრეისი კინგი.

ცხადია, ავღანეთში საერთაშორისო მისიის დასრულებას ავტომატურად მოჰყვა გადასროლისწინა პროგრამის დასრულებაც, რადგან ეს პროგრამა მისიისათვის დანაყოფების მომზადებას გულისხმობდა. მოვუწოდებთ ყველა მედიასაშუალებას უფრო გულისყურით მოეკიდონ თავდაცვის ძალების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
ტაქსის ფასებით თურქეთი საქართველოს მეზობლებს შორის ლიდერობს, საქართველო კი მეორე ადგილზეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics