00:07 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-03 20:46:17, 559 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - იმერეთი ერთ-ერთი მხარეა, სადაც ბუნებრივი გაზის ახალი ქსელის დაფარვის რეკორდული ციფრები გვაქვს და გაზიფიკაცია აქტიურად გრძელდება

„აქტიურად ვმუშაობთ საყოფაცხოვრებო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე, დაწყებულია გაზიფიკაციის ძალიან მასშტაბური პროექტი და  იმერეთი არის ერთ-ერთი მხარე, სადაც  ახალი გაზის ქსელის დაფარვის რეკორდული ციფრებია" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტყიბულში, „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის დავით ჩერქეზიშვილის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, სამწლიან პერიოდში რეგიონის 46 დასახლებული პუნქტი მოექცა გაზიფიცირების გეგმაში და ამას კიდევ დაახლოებით 30 დასახლებული პუნქტი დაემატება.

„აქედან 8 სოფელი იქნა გაზიფიცირებული ტყიბულში, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი და გაძლევთ პირობას, რომ პროცესი გაგრძელდება  და გაზი მაქსიმალურად იქნება მიწოდებული ოჯახებში - ეს ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილებს, ახალი მცირე სასტუმროების განვითარებას და უკეთეს ცხოვრების პირობებს" - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ ტყიბულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ოჯახები, მეწარმეები აქტიურად ისარგებლებენ მთავრობის მიერ დაანონსებული ახალი პროგრამებით, რომლებიც ეკო და აგროტურიზმის განვითარებაზეა ორიენტირებული

„პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ჩვენ წამოვიწყეთ  პირდაპირ ტურიზმზე, მათ შორის ეკო და აგროტურიზმზე ოროენტირებული ახალი პროგრამები, სადაც მეწარმეებს ვთავაზობთ არამარტო სესხის პროცენტის თანადაფინანსებას, პრაქტიკულად, უფასო სესხს, არამხოლოდ თანაუზრუნველყოფას, არამედ გრანტსაც. ეს არის კარგი სიახლე და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი მცირე მეწარმე, ბევრი ოჯახი ტყიბულის მუნიციპალიტეტშიც ისარგებლებს ამ დახმარებით. ჩვენი კარი, რა თქმა უნდა, ყველასთვის ღიაა" - განაცხადა ნათია თურნავამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics