18:29 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-03 16:22:12, 531 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი - სააკაშვილი, გვარამია, მელია, ყველა ის კრიმინალი, რომელიც დღემდე ძალადობენ ჩვენს მოსახლეობაზე, ვერასოდეს დაბრუნდებიან ხელისუფლებაში

ნიკა გვარამია არის ჩვეულებრივი დამნაშავე, იყო პროკურორის მოადგილე და მისი ერთ-ერთი მთავარი დამსახურებაა მთელი ის სისასტიკე და დანაშაულები, რაც ხდებოდა სააკაშვილის დროს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ტყიბულში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ის წინა ხელისუფლების განუყოფელი ნაწილია.

„იგი არის განუყოფელი ნაწილი სააკაშვილის მჩაგვრელი, ანტიეროვნული მოძალადე რეჟიმის ერთ-ერთი გამორჩეული სახე არის და გარყვნილების პროპაგანდისტი. შესაბამისად, გვარამია ვერასოდეს აირიდებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც პირადად მას ეკისრება, რადგან იგი იყო პროკურორის მოადგილე, დღეს არის თვითგამოცხადებული მედიამენეჯერი და განათლების მინისტრი. ამ კონტექსტში შევადარე ბატონ მიხეილ ჩხენკელს. ძალიან მარტივია, რომ სააკაშვილი, გვარამია, მელია, ყველა ის კრიმინალი, რომელიც დღემდე ძალადობენ ჩვენს მოსახლეობაზე, ვერასოდეს დაბრუნდებიან ხელისუფლებაში", - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics