15:40 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-01 12:23:45, 365 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - სააკაშვილის და „ნაცმოძრაობის“ ჩართულობით მცდელობა იყო, რომ ფინანსური სანქციები დაწესებულიყო, ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა, რომ ევროატლანტიკური კურსი შეუქცევადი გახდა

რაც შეეხება ჩვენს მისწრაფებას, ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა ის, და არა თქვენი ხელმძღვანელების, სააკაშვილის და მისი „ნაცმოძრაობის" ხელმძღვანელების, ის, რომ საქართველოს ევროატლანტიკური კურსი გახდა შეუქცევადი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სწორედ მმართველი გუნდის ნებით ჩაიწერა კონსტიტუციაში, რომ საქართველოს საგარეო-პოლიტიკური კურსი ევროატლანტიკური ინტეგრაციაა. 

„ჩვენ ეს ჩვენი გადაწყვეტილებით, ჩვენი ნებით, კონსტიტუციაში ჩავწერეთ და ვთქვით, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიმართულება არის ევროატლანტიკური ორიენტაცია. ეს არის შეუქცევადი პროცესი. ჩვენი მთავრობის და ჩემი პრემიერობის დროს ხელი მოეწერა უმნიშვნელოვანეს, ისტორიულ დოკუმენტს, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალ ვაჭრობას, უვიზო რეჟიმს, აქედან გამომდინარე საერთოდ რაზეა საუბარი. ჩვენ გუშინ მოვისმინეთ ევროკავშირის განცხადებაც და ნორმალური პროცესია. არსებობს გარკვეული შეუთანხმებელი პოზიციები. ჩვენ ვთვლით, რომ ძირეული რეფორმები განვახორციელეთ სასამართლოში და ეს პროცესი არ დასრულებულა, ეს პროცესი გრძელდება. ერთ დღეში არ აშენებულა რომი და ამას დრო სჭირდება. ამ 8 წელში ჩვენ ძალიან დიდ პროგრესს მივაღწიეთ", - აღნიშნა პრემიერმა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მდინარე წყალწითელაში მამაკაცი დაიხრჩო
კოშტა - პოლონეთის საჰაერო სივრცეც დაირღვა - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ რუსეთის აგრესია მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს სხდომას თინა ბოკუჩავა არ დაესწრება
TI: ოცნებისთვის თითქმის 1.5 მილიონი ლარის ოდენობის შემოწირულობები სათამაშო ბიზნესს უკავშირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics