21:51 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-01 12:18:47, 319 ნახვა

საზოგადოება
დედაქალაქის მერია თბილისში ქუჩის ხელოვნების განვითარების მიზნით არაერთ პროექტს განახორციელებს

ოთხი წლის განმავლობაში თბილისში ქუჩის მხატვრობის 70-ზე მეტი ნამუშევარი შეიქმნა და მსგავსი პროექტები მომავალშიც გაგრძელდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„ბოლო წლებში, დედაქალაქში განსაკუთრებით აქტუალური გახდა მკაფიოდ გამოხატული ურბანული სტილის ხელოვნება  - „სტრიტ არტი“. ხელოვნების ამ მიმართულებამ დროთა განმავლობაში ვანდალური და აკრძალული ქმედებების სტატუსს თავი მეტ-ნაკლებად დააღწია და თვითგამოხატვისა და თავისუფლების სიმბოლოდ, ამასთან, საინტერესო კულტურული ღირებულების მქონე ატრაქციად იქცა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, რამდენიმე წელია თბილისის მერიის ხელშეწყობით, დედაქალაქში ქუჩის მხატვრობის ფესტივალები იმართება, სადაც ქართველი და უცხოელი არტისტები მონაწილეობენ.

„2019 წელს, დედაქალაქში დაფუძნდა ბერლინის „მურალ ფესტის“ ანალოგი - „თბილისის მურალ ფესტი“,  რომლის ფარგლებშიც უკვე მოიხატა 15 კედელი და წელს დაგეგმილია კიდევ 10-მდე კედლის მოხატვა დედაქალაქის სხვადასხვა უბანში  - ვარკეთილში, ბახტრიონზე, ვაჟა-ფშაველას გამზირის კვარტლებსა და ჩუღურეთში. თბილისის მერიისა და „ქუჩის ხელოვნების ფესტივალ „ნიკოს“ თანამშრომლობა უკვე რამდენიმე ნაყოფიერ წელს ითვლის, მადლობა მათ თანამშრომლობისთვის. ასევე, მივმართავ ბიზნესკომპანიებს, თუ სურვილი აქვთ ჩაერთონ მსგავს პროექტებში, რომ ქართველი არტისტების საქმიანობას შევუწყოთ ხელი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics