|
2021-08-31 18:02:21, 519 ნახვა
საზოგადოება
ევროკავშირში ზრდასრული მოსახლეობის 70% სრულად ვაქცინირებულია
ევროკავშირში ზრდასრული მოსახლეობის 70% - 250 მილიონი ადამიანი - სრულად ვაქცინირებულია. ამის შესახებ თავის მიმართვაში ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა ისაუბრა. "მინდა მადლობა გადავუხადო უამრავ ადამიანს, რომელთა წყალობითაც ეს მიღწევა შესაძლებელი გახდა. მაგრამ სვლა უნდა განვაგრძოთ. საჭიროა, რომ კიდევ უფრო მეტი ევროპელი აიცრას. ასევე, უნდა დავეხმაროთ დანარჩენს მსოფლიოს, რომ აიცრან. გავაგრძელებთ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას", - განაცხადა ფონ დერ ლეიენმა. იანვარში ევროკომისიამ განაცხადა, რომ ევროკავშირმა მოსახლეობის აცრის სასურველ ნიშნულს 2021 წლის ზაფხულისთვის უნდა მიაღწიოს. ეს განიმარტა, როგორც ევროკავშირის ყველა წევრმა ქვეყანამ უნდა აცრას ზრდასული მოსახლეობის 70%. დაავადებათა კონტროლის ევროპული ცენტრის ინფორმაციით, მალტაში სრულად ვაქცინირებულია ზრდასრული მოსახლეობის 90%, ირლანდიასა და პორტუგალიაში - 80%. ამასთან, ბულგარეთში მხოლოდ მოსახლეობის მეხუთედია სრულად ვაქცინირებული, რუმინეთში - 30%. ხორვატიაში, ლატვიაში, სლოვენიასა და სლოვაკეთში ზრდასრული მოსახლეობის თითქმის ნახევარია აცრილი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)