03:42 - 20 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-26 11:16:56, 587 ნახვა

საზოგადოება
რთველის საკოორდინაციო შტაბში ღვინის 80-მდე კომპანია უკვე დარეგისტრირდა

რთველში ჩართვის მსურველ ღვინის კომპანიებს ონლაინ დარეგისტრირების შესაძლებლობა აქვთ. დღეისათვის დარეგისტირებული კომპანიების აბსოლუტურმა უმრავლესობამ რეგისტრაცია ონლაინ, ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე www.wine.gov.ge გაიარა, რაც, ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
დადგენილი წესით, ყურძნის მიღების პროცესის დაწყებამდე, ღვინის კომპანიებმა რეგისტრაცია რთველის საკოორდინაციო შტაბში უნდა გაიარონ; ყურძნის გადამუშავება განხორციელდება მხოლოდ  სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ დამოწმებული სასწორით აღჭურვილ საწარმოებში. მიღებული და გადამუშავებული ყველა ჯიშის ყურძენს რთველის საკოორდინაციო შტაბის მიერ მივლენილი ოპერატორი აღრიცხავს, რაც ყურძნის ხარისხის კონტროლს და მიკვლევადობას მაქსიმალურად უზრუნველყოფს.

წელს, ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 300 ათასამდე ტონას აღწევს. ყურძნის მოსავლის გადამუშავების პროცესში ღვინის 250-მდე კომპანია ჩაერთვება.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ესპანეთმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, არგენტინა დაამარცხა.
შსს-მ სიძის ძმის შემდეგ რუსების დაცვის მიზნით ქორწილში მომღერალიც დააკავა
პირველად, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 20 წლიანი ასაკობრივი სხვაობის მქონე მოთამაშეები ასპარეზობენ
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics