10:22 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-26 10:48:58, 767 ნახვა

სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამეგრელოში 2 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხეველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამეგრელოში 2 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს.- ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში, მოქალაქეს, ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი საცხოვრებელი სახლის ეზოში ჰქონდა მოწყობილი. სახერხი საამქროს ტერიტორიაზე ასევე განთავსებული იყო 1 ერთეული დაუფირნიშებელი, მუხის სახეობის მრგვალი ხე-ტყე (მორი).

"მეორე უკანონო სახერხი საამქრო კი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, გამოვლენილია მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდაში. მოქალაქეს ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი საცხოვრებელი სახლის ეზოში ჰქონდა განთავსებული. საამქროს ტერიტორიიდან ასევე ამოღებულია 12 ერთეული წიფლის სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი).

ვინაიდან ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება". - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ ვენესუელას მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 150 მილიონ დოლარს გამოყოფს
აშშ ამტკიცებს, რომ ჰორმუზის სრუტეში სამოქალაქო კომერციულ გემს ირანულმა დრონმა დაარტყა
დრონებმა რუსეთის ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქიმიურ ქარხანას შეუტიეს
Intelligence Online: თურქული კომპანიების ქსელი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ცენტრი ხდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics