|
2021-08-25 18:27:18, 763 ნახვა
პოლიტიკა
გიგა ბოკერია-მიუღებელია არსებობა ისეთი პოლიტიკური ფიგურის სერიოზულ თანამდებობაზე, როგორიც ღარიბაშვილია
მიუღებელია არსებობა ისეთი პოლიტიკური ფიგურის სერიოზულ თანამდებობაზე, როგორიც ღარიბაშვილია ისევე, როგორც ივანიშვილის რეჟიმის ყველა წარმომადგენელი კატასტროფაა-ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ მისი თქმით, ქართველმა ხალხმა მათ არჩევნებზე უნდა გასცეს პასუხი. „მიუღებელია არსებობა ისეთი პოლიტიკური ფიგურის სერიოზულ თანამდებობაზე, როგორიც ღარიბაშვილია ისევე, როგორც ივანიშვილის რეჟიმის ყველა წარმომადგენელი კატასტროფაა ქვეყნისთვის. ამიტომ საჭიროა, რომ პასუხი ამ ყველაფერზე ჩვენმა მოქალაქეებმა გასცენ არჩევნებზე და ვაიძულოთ ისინი დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, ეს სამარცხვინო და სახიფათო რეჟიმი ჩვენი ქვეყნისთვის მშვიდობიანად იქნას გასტუმრებული. ეს არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ამოცანა და ისტორიული მისიის ნაწილი, ამ ხელისუფლებასთან ერთად ჩვენ ნორმალური, თავისუფალი ქვეყანა ვერ ვიქნებით ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში. ესაა შეუძლებელი ამიტომ ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ მისი ხელისუფლებიდან ჩამოსაშორებლად, ეს შესაძლებლობა გვაქვს ოქტომბერში თვითმმართველობის არჩევნებზე და ეს უნდა იყოს პასუხი საზოგადოების მხრიდან მათ ყველა უტიფარ განცხადებაზე“-განაცხადა გიგა ბოკერიამ
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
აშშ-ის საელჩოს საქართველოში ახალი მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)