|
2021-08-25 15:17:21, 664 ნახვა
პოლიტიკა
მედიაკოალიცია მიიჩნევს, რომ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე მართლმსაჯულება სათანადოდ არ აღსრულებულა
მედიაკოალიცია მიიჩნევს, რომ ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე მართლმსაჯულება სათანადოდ არ აღსრულებულა, - აღნიშნულთან დაკავშირებით "კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის" სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. ამასთანავე, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჟურნალისტსა და მის ოჯახის წევრებზე თავდასხმის ფაქტებისადმი სასამართლოს რბილი დამოკიდებულბეა წარმოადგენს კრიტიკული მედიის მიმართ აგრესიის გაზრდის კიდევ ერთ საფრთხეს. "დღეს, 2021 წლის 25 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია “ფორმულას” წამყვან ვახო სანაიაზე თავდასხმის საქმესთან დაკავშირებით განაჩენი გამოიტანა: სასამართლომ სამივე ბრალდებულს მინიმალური სასჯელი - 6 თვიანი პატიმრობა შეუფარდა, რისი ვადაც დღეს ამოიწურა. Შედეგად, ისინი საპატიმროს დღესვე დატოვებენ. ამასთან, მოსამართლემ ზეპირი მითითებით დარბაზში არ დაუშვა დაზარალებული ჟურნალისტის ადვოკატი - საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) თავმჯდომარე ედუარდ მარიკაშვილი. თავდასხმაში ბრალდებული სამივე პირი დაკავებული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობა) და 156-ე (დევნა) მუხლებით. Სასამართლომ ბრალდებულ სულიკო საყევარიშვილს დისკრიმინაციული მოტივით, ვახო სანაიასთვის ფიზიკური ძალადობისთვის შეუფარდა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა, ხოლო გიორგი სახელაშვილი და ვაჟა გიგაური, მოსამართლემ დამნაშავედ ცნო 126-ე და 156-ე მუხლებით და მიუსაჯა 6-თვიანი პატიმრობა. Დამატებით ამ უკანასკნელს ასევე დაეკისრა 2500-ლარიანი ჯარიმა. შემთხვევა 2021 წლის 25 თებერვალს მოხდა, ჟურნალისტ ვახო სანაიას და მის ოჯახის წევრებს თავს დაესხნენ. Ჯერ კიდევ მაშინ, კოალიციამ მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს სწრაფი და ეფექტიანი გამოძიებით მოეხდინა სათანადო რეაგირება ჟურნალისტისა და მისი ოჯახის წევრების უფლებების დარღვევის ფაქტებზე. ამასთან მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი მანიფესტით, რომელსაც ხელს 1000-ზე მეტი ადამიანი აწერს, მოქალაქეებმა ერთობლივად მიმართეს გადაწყვეტილების მიმღებ უმაღლესი რანგის პირებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის წევრებს, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს და მოითხოვეს ჟურნალისტების უსაფრთხოების მიზნით დაუყოვნებლივ მიეღოთ ზომები. Სამწუხაროა, რომ მწვავე საჭიროების მიუხედავად, ხელისუფლებას არ გადაუდგამს სათანადო ნაბიჯები მედიაგარემოს გაუმჯობესების მიზნით, სახელმწიფო არ იცავს მედიის წარმომადგენელთა სიცოცხლეს და უსაფრთხოებას. მმართველი პარტიის მაღალჩინოსნები პოლიტიკური ოპონირების რეჟიმში იმყოფებიან კრიტიკულ მედიასთან. ისინი სიძულვილის ენით, აგრესიით და ბოიკოტით პასუხობენ ჟურნალისტების შეკითხვებს და ახალისებენ მედიაზე მორიგ თავდასხმებს", - ვკითხულობთ განცხადებაში.
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
აშშ-ის საელჩოს საქართველოში ახალი მოვალეობის შემსრულებელი ჰყავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)