10:21 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-23 17:38:13, 893 ნახვა

სამართალი
პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ამბროლაურში ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ამბროლაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული ბ.მ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.- ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს
უწყების ცნობით, დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 აგვისტოს, ამბროლაურში, კოსტავას ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1999 წელს დაბადებული კ.ქ. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბ.მ. ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, მომხდარიდან მალევე, პოლიციამ წარსულში ნასამართლევი 2 პირი - 1989 წელს დაბადებული გ.მ. და 1977 წელს დაბადებული ვ.ტ. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავა.

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 376-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს."-ნათქვმია შსს-ს განცხადებაში 
 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ ვენესუელას მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 150 მილიონ დოლარს გამოყოფს
აშშ ამტკიცებს, რომ ჰორმუზის სრუტეში სამოქალაქო კომერციულ გემს ირანულმა დრონმა დაარტყა
დრონებმა რუსეთის ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქიმიურ ქარხანას შეუტიეს
Intelligence Online: თურქული კომპანიების ქსელი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ცენტრი ხდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics