17:15 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-20 13:56:49, 805 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს 16-მა მოქალაქემ ავღანეთი დატოვა

საქართველოს 16-მა მოქალაქემ ავღანეთი დატოვა. ისინი ამ წუთებში ქაბულიდან თბილისისკენ მოფრინავენ. - აღნიშნული ინფორმაცია "ექსპრესნიუსს" საგარეო უწყებაში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, მოქალაქეები სამშობლოში დღის განმავლობაში ჩამოფრინდებიან.

"16 ქართველი იყო დარჩენილი, ქაბულში, დღეს დილით მოხდა მათი უსაფრთხო გადაყვანა სამხედრო ბაზაზე აეროპორტში, ნატოს ბაზაზე, შესაბამისად, ეხლა მიდის პროცესი, ისინი სხდებიან თვითმფრინავში, ბრიტანელების მიერ არის უზრუნველყოფილი რეისი, დუბაის მიმართულებით, ამ წუთას მიმდინარეობს ჩასხდომა და ისინი გაფრინდებიან დუბაიში და სავარაუდოდ დღეს, დღის განმავლობაში ჩამოფრინდებიან საქართველოში" ,- აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

შეგახსენებთ, ავღანეთიდან საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებას ქვეყანაში "თალიბანის" შესვლის შემდეგ ითხოვდნენ. ქაბულში ჯამში 20-ზე მეტი ქართველი იყო ჩარჩენილი, რომლებიც აეროპორტამდე მისვლას ვერ ახერხებდნენ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საგამოძიებომ 19 ტონა ვადაგასული ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
იემენის ჰუსიტების დაჯგუფებამ საუდი არაბეთს საზღვაო ბლოკადა დაუწესა
ლიბერთი Nasdaq Calypso-ს ახალ საერთაშორისო პლატფორმას დანერგავს
ეროვნულმა ბანკმა ირაკლი სესიაშვილის და ძმები პაპაშვილების კომპანიები დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics