|
2021-08-16 11:52:42, 462 ნახვა
საზოგადოება
„ლიბერთი“ უფროსი თაობის მომხმარებლებს ვაქცინაზე რეგისტრაციას სთავაზობს
ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარების გათვალისწინებით, ლიბერთი, სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში, თავის მომხმარებელს ახალ სერვისს სთავაზობს - მომხმარებლების სურვილის შემთხვევაში, ბანკის თანამშრომლები COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე დარეგისტირებაში დაეხმარებიან. ახალი სერვისი განსაკუთრებით უფროსი თაობის მომხმარებელზე ზრუნვის ფარგლებში ინერგება, რათა მათთვის ვაქცინაცია კიდევ უფრო ხელმისაწვდომი იყოს მთელი საქართველოს მასშტაბით. ბანკის ფილიალების გარდა, ვაქცინაზე რეგისტრაციის საშუალება ექნებათ სოფლად მცხოვრებ იმ ადამიანებსაც, ვისაც მობილური ბანკი - ლიბერთი ექსპრესი ემსახურება. „ჩვენთვის, უფროსი თაობა განსაკუთრებულია. ბოლო წელიწადნახევარია, პანდემიის პირობებში, ყველაფერს ვაკეთებთ მათთვის უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შესაქმნელად. დღეიდან კი, ლიბერთის თანამშრომლები ვაქცინაციის მსურველებს დავეხმარებით და რეგისტრაციას გავუმარტივებთ, ჩვენს ქვეყანას კი გვერდში დავუდგებით პანდემიასთან ბრძოლაში.“ - ვასილ ხოდელი „ლიბერთის“ გენერალური დირექტორი. ახალ სერვისთან ერთად, ლიბერთის სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის #ლიბერთიგულით ფარგლებში, განსაკუთრებული პრივილეგიები მოქმედებს სოციალური ბარათით გადახდისას: - მთელი საქართველოს მასშტაბით, სპეციალური ფასები მოქმედებს ევექსი კლინიკების სამედიცინო სერვისებზე და ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელში - მედიკამენტებზე. - ლიბერთის სოციალური ბარათით გადახდისას, მომხმარებლებს, ევექსი კლინიკებში 50%-მდე ფასდაკლებით შეუძლიათ ჩაიტარონ ლაბორატორიული კვლევები, ექოსკოპია, რენტგენი, კომპიუტერული ტომოგრაფია, მიიღონ სტომატოლოგიური მომსახურება და სრულიად უფასოდ გაიარონ კონსულტაცია. - ფარმადეპოს 180-ზე მეტ აფთიაქში კი, უფროსი თაობის მომხმარებლები, 20%-მდე ფასდაკლებით სარგებლობენ 2200-ზე მეტი დასახელების მედიკამენტზე, მათ შორის ქსელში არსებული სხვადასხვა ყოველდღიური აქციების დროსაც.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)