|
2021-08-14 13:39:18, 679 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი - გუშინ 26 000-ზე მეტი აცრა ჩატარდა, ეს იყო რეკორდული მაჩვნებელი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი
გუშინ იყო რეკორდული მაჩვნებელი - 26 000-ზე მეტი აცრა ჩატარდა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ ყველამ ერთად უნდა გადავწყვიტოთ და ჩავიტაროთ აცრა. ეს არის პირდაპირ გადარჩენა, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის მალხაზ ბეგიაშვილის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არ არსებობს არგუმენტი, რატომ არ უნდა აიცრას ადამიანი. „ამ ფონზე, როდესაც ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ აღნიშნული ტემპი და ეკონომიკის აღდგენას უნდა შევუწყოთ ხელი, თუმცა ამ ყველაფერს აფერხებს ეპიდემიოლოგიური სიტუაცია. მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციის გასაუმჯობესებლად და პანდემიის დასამარცხებლად შემოეტანა ვაქცინები და ჩვენ ეს ვაქცინები შემოვიტანეთ. დაახლებით სამი მილიონი ვაქცინა დღეს საქართველოშია. ამისთვის საჭიროა ძალიან მარტივი აცრის ჩატარება. გუშინ იყო რეკორდული მაჩვნებელი - 26 000-ზე მეტი აცრა ჩატარდა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ ყველამ ერთად უნდა გადავწყვიტოთ და ჩავიტაროთ აცრა. ეს არის პირდაპირ გადარჩენა იმიტომ, რომ მოქალაქეებს სიკვდილისგან იცავს აცრა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არ არსებობს არგუმენტი, რატომ არ უნდა აიცრას ადამიანი. ვინაიდან ეს არის ძალიან ინდივიდუალური და ყველა ადამიანში ინდივიდუალურად ვითარდება და პროგრესირებს აღნიშნული ვირუსი, არავინ იცის, როგორ დასრულდება. სამწუხაროდ, ბევრი ჯანმრთელი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია ამ ვირუსმა. ამიტომ, მინდა კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და ყველას მოგიწოდოთ ვაქცინაციის პროცესში ჩართულობისკენ. მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მაქსიმალურად გაუმარტივოს მდგომარეობა ჩვენს მოქალაქეებს, შევქმენით, გავაფართოვეთ ვაქცინაციის პუნქტები, კიდევ ვამატებთ აღნიშნულ პუნქტებს, შეიქმნა და მომდევნო დღეების განმავლობაში კიდევ მეტი მასიური ვაქცინაციის დიდი ცენტრები შეიქმნება, სადაც მოქალაქეებს ყოველგვარი ჩაწერის და რეგისტრაციის გარეშე შეუძლიათ მისვლა და ვაქცინაციის ჩატარება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)