|
2021-08-11 10:58:12, 674 ნახვა
საზოგადოება
ეროვნული სატყეო სააგენტო ინფორმაციით, ტყისა და ველის ხანძრების მიზეზი, უმეტეს შემთხვევაში, ადამიანთა დაუდევრობაა
გლობალურ კლიმატურ ცვლილებებთან და ტემპერატურის მატებასთან ერთად, ტყისა და ველის ხანძრების მიზეზი, უმეტეს შემთხვევაში, ადამიანთა დაუდევრობაა. - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული სამსახურების მეტყევე-სპეციალისტები გადამზადებულები არიან ტყის ხანძრების პრევენციისა და პირველადი რეაგირების მიმართულებით, რაც ტყის ხანძრების ქრობის ორგანიზებას, ტაქტიკას, საგანგებო სიტუაციების დროს მოქმედების წესებისა და პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის საკითხებს მოიცავს. მათივე ინფორმაციით, ეროვნული სატყეო სააგენტო ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციულ ღონისძიებებს ყოვეწლიურად ახორციელებს, მათ შორისაა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისა და საინფორმაციო კამპანიები, რომელშიც საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და მოხალისეები იღებენ მონაწილეობას. ,,ტყის ხანძრების რისკის შემცირების მიზნით, ქვეყნის ყველა რეგიონში, ყოველწლიურად ხდება დროებითი მეხანძრე-დარაჯების აყვანა, რომლებიც, რეგიონული სატყეო სამსახურების მეტყევეებთან ერთად, ხანძარსაშიში უბნების მონიტორინგში იღებენ მონაწილეობას და ზედამხედველობას უწევენ განსაკუთრებით მაღალი რეკრეაციული დატვირთვის მქონე ტყის ტერიტორიებზე სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვას. ტყეში გადაადგილებისას, წესების დაცვა და აკრძალვების დამორჩილება ტყისა და ველის ხანძრების წარმოშობის საუკეთესო პრევენციაა. ეროვნული სატყეო სააგენტო თხოვნით მიმართავს მოსახლეობას, გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე და, ხანძრის აღმოჩენის შემთხვევაში, დაუყონებლივ მიაწოდონ ინფორმაცია სამაშველო სამსახურებს. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტი - 112 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზი - 153’’ -ნათქვამია ინფორმაციაში.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)