|
2021-08-04 18:47:40, 626 ნახვა
პოლიტიკა
ცესკო მედიასა და ორგანიზაციებს დროული რეგისტრაციისკენ მოუწოდებს
გვინდა არჩევნებში ჩართულ მხარეებს, მედიას, საერთაშორისო ორგანიზაციებს და ადგილობრივ და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მოვუწოდოთ, დროულად გაიარონ შესაბამის საარჩევნო ადმინისტრაციაში რეგისტრაცია - აკრედიტაცია, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, დეტალური ინფორმაციისთვის დაინტერესებულ პირს შეუძლია დარეკოს ცესკო-ს საინფორმაციო ცენტრში. „მოგეხსენებათ, 2 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნები იმართება. საარჩევნო ადმინისტრაცია ოფიციალურად გადავიდა საარჩევნო რეჟიმზე, რაც გულისხმობს იმას, რომ კანონდებლობით დადგენილი უამრავი პროცედურა და ღონისძიება არის განსახორციელებელი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ამ პროცესის გამჭვირვალედ წარმართვა, როგორც ყოველთვის, ახლაც არის ჩვენთვის პრიორიტეტი და ამიტომ, ჩვენ გვინდა არჩევნებში ჩართულ მხარეებს, მედიას, საერთაშორისო ორგანიზაციებს და ადგილობრივ და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მოვუწოდოთ, დროულად გაიარონ შესაბამის საარჩევნო ადმინისტრაციაში რეგისტრაცია - აკრედიტაცია.'' - განაცხადა ნათია იოსელიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)