05:37 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-03 12:41:45, 691 ნახვა

ეკონომიკა
„PSP ფარმა“ „საქსტატმა“ საუკეთესო პარტნიორად დაასახელა

„PSP ფარმა“ „საქსტატმა“ საუკეთესო პარტნიორად დაასახელა და ოფიციალური სტატისტიკის წარმოების პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. ინფორმციას „PSP” ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2021 წლის 25 ივლისს საქართველოს სტაატისტიკის სამსახურის (საქსტატი) დაარსებიდან 102 წლის იუბილე აღინიშნა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საქსტატმა ის კომპანიები გამოავლინა, რომლებიც მასთან წლების მანძილზე აქტიურად თანამშრომლობენ და ამით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ოფიციალური სტატისტიკის წარმოების პროცესში.

„მოხარულები ვართ, რომ PSP ფარმამ“, როგორც საქსტატის ერთ-ერთმა საუკეთესო პარტნიორმა მადლობის წერილი აქტიური და მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის დაიმსახურა. ვფიქრობთ ჩვენი მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ ყველა საქვეყნო საქმეში, როგორც ამ შემთხვევაში ოფიციალური ეროვნული სტატისტიკის წარმოებაა. PSP ყოველთვის აქტიურ მხარდაჭერას უცხადებს ყველა პროექტსა და საქმიანობას, რომელიც ქვეყნისთვის მნიშნელოვანია. PSP ასევე ერთ-ერთი პირველი კომპანია იყო, რომელიც 1998 წელს მსხვილ გადამხდელთა რიგებში გაერთიანდა და ყოველწლიურად მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებაში“ - აცხადებენ PSP-ში.  





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics