21:49 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-03 12:21:34, 1996 ნახვა

ომი უკრაინაში
ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა 99.7% აუცრელი იყო

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირნა გამყრელიძის განცხხადებით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების 99.7% აუცრელი იყო.

როგორც გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე აღნიშნა, ვაქცინირებულ პირებში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი დაბალია.

„იცით დღევანდელი მონაცემები, რომელიც 4 800-ის ფარგლებში გვაქვს, ეს არის უფრო მეტი, ვიდრე გვქონდა მაისის პიკზე და დაახლოებით უახლოვდება იმ მდგომარეობას, რაც გვქონდა ნოემბრის დასასრულს. სამწუხაროდ, გვაქვს გარდაცვალების 34 შემთხვევა. გუშინ გაანალიზდა მთლიანად წელს კორონავირუსით გარდაცვალებულთა რაოდენობა და 99.7 პროცენტი სამწუხაროდ აუცრელია. მეორე მხრივ, გაანალიზდა ასევე აცრილ მოსახლეობაში დაინფიცირების მაჩვენებელი, იცით, ეს არის დაახლოებით 0.3 პროცენტი ორჯერ აცრილებში და 0.9 პროცენტი ერთხელ აცრილებში. აქაც, სრულად აცრილებში დაახლოებით 15-ჯერადი განსხვავებაა, ანუ 15-ჯერადობით იცავს. ანუ 1000 ადამიანში, ვინც აცრილია და დაემართება კოვიდი, შეიძლება დაიღუპოს ერთი. მაშინ, როცა 1000 აუცრელ ადამიანში, რომელსაც დაემართება კოვიდი ალბათობა დაღუპვის არის 15. 15-ჯერადი განსხვავებაა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics