02:21 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-26 09:47:21, 614 ნახვა

პოლიტიკა
ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს პარლამენტში დღეს კიდევ ერთხელ უყრიან კენჭს

პარლამენტი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს დღეს კიდევ ერთხელ უყრის კენჭს.

საკონკურსო კომისიის მიერ წარდგენილი გიორგი კალანდარიშვილის და გიორგი სანტურიანის კანდიდატურები ორჯერ ჩავარდა.

საჭირო 100 ხმის ორჯერ ვერ მოგროვების შემდეგ, კანდიდატებს კიდევ ერთხელ უყრიან კენჭს და ამჯერად უკვე 100-ის ნაცვლად 90 ხმაც საკმარისი იქნება. თუ ეს რაოდენობა ვერც მესამე მცდელობის დროს შეგროვდება, მაშინ ცესკო-ს თავმჯდომარეს უმრავლესობით, ანუ 76 ხმით, მაგრამ ხუთი წლის ნაცვლად ექვსი თვით დაამტკიცებენ.

კენჭისყრის შედეგად ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მოაგროვეს ვერც ცესკო-ს წევრობის ვაკანტურ თანამდებობებზე ასარჩევად წარდგენილმა კანდიდატებმა. გია ცაცაშვილის, ლელა ტალიურის, თამარ სართანიასა და მაია ზარაძის კანდიდატურებს პარლამენტი ასევე მესამედ უყრის კენჭს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ზელენსკის მკვლელობას მოუწოდებდა
საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს
ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს
ქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics