13:28 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-23 13:39:47, 752 ნახვა

საზოგადოება
ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, 30 ივლისიდან საქართველო „წითელი“ ქვეყნების სიაში შედის

საქართველოში ისრაელის საელჩოს ინფორმაციით, ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, 30 ივლისიდან საქართველო „წითელი“ ქვეყნების სიაში შედის, სადაც ისრაელელი ვიზიტორებისთვის გამგზავრება ნებადართული აღარ იქნება

საელჩოს ცნობით, აღნიშნული სტატუსის გადახედვა ყოველკვირეულად მოხდება.

„ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, 30 ივლისიდან საქართველო შედის "წითელი" ქვეყნების სიაში, სადაც ისრაელელი ვიზიტორებისთვის გამგზავრება ნებადართული აღარ იქნება (გამონაკლისი შემთხვევების გარდა).

აღნიშნული სტატუსის გადახედვა მოხდება ყოველკვირეულად და საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების შემთხვევაში, შესაბამისი შეზღუდვები შემცირდება, ან მოიხსნება“, - აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
საქართველოში სოფლის ოჯახების რაოდენობა ათი წლის განმავლობაში ერთი მეოთხედით შემცირდა
ჯგუფური ძალადობა გარდაბანში - ორმა პირმა თანასოფლელი სცემა
რეჟიმმა Facebook-ზე პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics