|
2021-07-22 13:34:36, 1129 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ბოკუჩავაზე - ორი მანდატური ვერ აკავებდა, აგრესიის აღკვეთა ჩემი მორალური ვალდებულება იყო
ეს იყო ქალბატონი თინასგან მომდინარე პირდაპირი აგრესიის აღკვეთა, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, შალვა პაპუაშვილი 18 ივლისს, პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე მომხდარ ფაქტს, რა დროსაც მან „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი, თინა ბოკუჩავა ტრიბუნიდან ფიზიკური ძალის გამოყენებით გაიყვანა. როგორც მან ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ბოკუჩავას სასესიო დარბაზში ორი მანდატური ვერ აკავებდა, რის გამოც ფიზიკური ძალის გამოყენება მისი მორალური ვალდებულება იყო. „ქალბატონი თინასგან მომდინარე პირდაპირი აგრესიის აღკვეთა, რომელსაც ორი მანდატური ვერ აკავებდა, ეს იყო მორალური ვალდებულებაც. როდესაც ერთი დეპუტატი აგრესიულად იქცევა და ეს, სულ მცირე, იმითაც დასტურდება, რომ ორი მანდატური აკავებდა მას და ვერ იჭერდა, ორ მანდატურს ეჭიდავებოდა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)