|
2021-07-19 10:54:46, 1248 ნახვა
პოლიტიკა
მთავრობის ადმინისტრაცია - ინფორმაცია, თითქოს პრემიერის დაგეგმილი ვიზიტი აშშ-ში ჩაიშალა, სიცრუეა
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ აშშ-ში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი დაგეგმილი არ ყოფილა და სრული სპეკულაციაა იმის მტკიცება, თითქოს ვიზიტი ჩაიშალა. მათივე ცნობით, პრემიერ-მინისტრის ვიზიტების შესახებ ინფორმაციას პრესსამსახური წინასწარ ავრცელებს. „გვსურს განვმარტოთ, რომ აშშ-ში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დაგეგმილი არ ყოფილა. ცალკეული პირების მიერ გავრცელებული ინფორმაცია წარმოადგენს სიცრუეს და მიზანმიმართულ დეზინფორმაციას. პრემიერ-მინისტრის ვიზიტების შესახებ ინფორმაციას პრესსამსახური წინასწარ ავრცელებს. ამ შემთხვევაში კი მსგავსი რამ არ ყოფილა, შესაბამისად სრული სპეკულაციაა იმის მტკიცება, თითქოს პრემიერის დაგეგმილი ვიზიტი აშშ-ში, ჩაიშალა“, - აღნიშულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)