04:36 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-17 17:48:48, 601 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - დაუშვებელია ჟურნალისტად განიხილო ის, ვინც თავად აყენებს პოლიტიკურ მოთხოვნებს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, სანამ მედიის წარმომადგენლები არ დაუბრუნდებიან ჟურნალისტურ საქმიანობას, ხელისუფლებისგანაც შესაბამის პასუხს მიიღებენ.

როგორც მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, დაუშვებელია ჟურნალისტად ან მედიასაშუალებად განიხილო ის ადამიანი ან ორგანიზაცია, რომელიც თავად აყენებს პოლიტიკურ მოთხოვნებს.

„1. დაუშვებელია ჟურნალისტები და მედიასაშუალებები რაიმე ფორმით გამიჯნო ერთმანეთისგან.

2. ამავდროულად, დაუშვებელია ჟურნალისტად ან მედიასაშუალებად განიხილო ის ადამიანი ან ორგანიზაცია, რომელიც თავად აყენებს პოლიტიკურ მოთხოვნებს და თავად დგამს პოლიტიკურ პერფომანსებს.

3. შესაბამისად, ვაცხადებ მთელი პასუხისმგებლობით:

მედიასაშუალებები, რომლებიც დაკავებულები არიან პოლიტიკური (და არა ჟურნალისტური) აქტივობებით, ვიდრე არ დაუბრუნდებიან ჟურნალისტურ საქმიანობას,

არ წარმოადგენენ არც მედიასაშუალებას და არც ჟურნალისტებს - შესაბამისი იქნება ურთიერთობაც!“, - წერს მამუკა მდინარაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ზელენსკის მკვლელობას მოუწოდებდა
საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს
ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს
ქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics