12:55 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-16 16:25:33, 740 ნახვა

რეგიონი
ქვემო ბოლნისში ბეტონის გზის მოწყობის პროექტის მეორე ეტაპი მიმდინარეობს

სოფელ ქვემო ბოლნისში ბეტონის გზის მოწყობის მეორე ეტაპი ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, 1500 გრძივ მეტრზე ბეტონის გზა, ხოლო 700 გრძივ მეტრზე სანიაღვრეები მოეწყობა.

ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ადგილზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან კონსტანტინე კორძაძესთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება  646 464 ლარს შეადგენს. ბეტონის გზის მოწყობის სამუშაოების პირველი ეტაპი სოფელში გასულ წელს დასრულდა.

„ქვემო ბოლნისში შიდა გზების მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე 700 გრძივ მეტრზე სანიაღრეები კეთდება, ხოლო 1500 გრძივ მეტრზე ბეტონი იგება. ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის შექმნა პრიორიტეტულია და ამ მხრივ, ჩვენ, ბოლო წლებში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პროკურატურამ რკინიგზის საქმის რვავე დაკავებულს ბრალი წარუდგინა, ორზე ძებნა გამოცხადდა
კალაძე ტაქსისტებს - მეგობრებო, აუცილებლად გადაიხადეთ დავალიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს ნებართვების გაუქმება
ციხეში მყოფი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - ადვოკატი
სუს-ში რკინიგზის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები მივიდნენ, მათ ბრალი წარედგინათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics