|
2021-07-15 12:04:55, 438 ნახვა
საზოგადოება
მეფუტკრე ფერმერებს მუხურის მეფუტკრეობის ბაზაზე ტრენინგი ჩაუტარდათ
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მუხურის მეფუტკრეობის ბაზაზე, სამცხე-ჯავახეთის მეფუტკრე ფერმერებს ტრენინგი ჩაუტარდათ. ფერმერებმა მეფუტკრეობის ბაზა დაათვალიერეს, ქართული რუხი ფუტკრის მეგრული პოპუალციის სასელექციო სამუშაოებს გაეცნენ, ფუტკრის ოჯახების მოვლა-მოშენების, საფუტკრეში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიიღეს და ცვილის ჯამების დამზადებაში ჩაერთვნენ. მუხურის მეფუტკრეობის ბაზა 2017 წლიდან ფუნქციონირებს. ბაზაზე, ენდემური პოპულაციების შენარჩუნების და გავრცელების სამუშაოების გარდა, მეგრული პოპულაციის ნარევი ფუტკრისგან გაწმენდა მიმდინარეობს. ახალგაზრდა კადრების მოზიდვის, მომზადების და აგრარულ სფეროში მათი ჩართვის მიზნით კი, რეგულარულად ტარდება უფასო სემინარები და ტრენინგები. სამცხე-ჯავახეთის მეფუტკრე ფერმერები მუხურის ბაზას არასამთავრობო ორგანიზაციის „გააფართოვე შენი სამყარო” (Eyw) პროექტის „პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში“ ფარგლებში ესტუმრნენ.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)