|
2021-07-14 23:25:05, 549 ნახვა
საზოგადოება
წყალტუბოს იუსტიციის სახლი სექტემბერში გაიხსნება
იუსტიციის სახლის 450-ზე მეტი სერვისით სარგებლობა სულ მალე წყალტუბოს მოსახლეობასაც შეეძლება. იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ, იუსტიციის სახლის წყალტუბოს მშენებარე ფილიალი დღეს მომავალ თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერა. წყალტუბოს იუსტიციის სახლი სექტემბერში გაიხსნება. მშენებარე ფილიალში უკვე დასრულებულია შენობის კონსტრუქციული, საინჟინრო და გარე მოპირკეთების სამუშაოები. ამჟამად ფილიალის შიდა სამღებრო და იატაკების მოწყობის სამუშაოები სრულდება, რომლის მიმდინარეობასაც რატი ბრეგაძე პირადად გაეცნო. მინისტრს დეტალურად მიეწოდა ინფორმაცია ამ დრომდე განხორციელებული სამუშაოების შესახებაც. წყალტუბოს იუსტიციის სახლში სსიპ იუსტიციის სახლის 14 თანამშრომელი დასაქმდება. ასევე, ახალ ინფრასტრუქტურაში განაგრძობენ საქმიანობას იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი ორგანიზაციები, რომლებიც ამ დრომდე მოძველებულ შენობებში მუშაობენ. თანამშრომელთა ნაწილს იუსტიციის მინისტრი დღეს პირადად შეხვდა, სამომავლო გეგმებზე ესაუბრა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. წყალტუბოს ისუტიციის სახლის მშენებლობის სახელშეკრულებო ღირებულება 2 505 000 ლარია და ის იმერეთის რეგიონში მეორე, ხოლო საქართველოს მასშტაბით 27-ე ფილიალი იქნება, რომელიც მოძველებულ, საბჭოთა პერიოდის, ინფრასტრუქტურას ახალი, თანამედროვე ევროპული შენობით ჩაანაცვლებს. წყალტუბოს იუსტიციის სახლის მშენებლობა არქიტექტორ მიხეილ გიორგობიანის პროექტით ხორციელდება, რომელმაც ძველი ავტოსადგურის შენობის რეკონსტრუქციის პროექტი თანამედროვე და მოდერნისტული გადაწყვეტით წარადგინა. ამჟამად, ქვეყნის მასშტაბით, სულ 26 იუსტიციის სახლი და 85 საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს. 2 წლის განმავლობაში მათ რიცხვს კიდევ 6 იუსტიციის სახლი და 10 საზოგადოებრივი ცენტრი შეემატება.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)