17:32 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-13 23:21:23, 842 ნახვა

საზოგადოება
საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომამისჯილი პირები ქუთაისში სკვერის მოვლა-დასუფთავებაზე იზრუნებენ

მსჯავრდებულები, რომელთა სასჯელიც საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომაა, ქუთაისში გრიშაშვილის ქუჩაზე მდებარე სკვერის მოვლა-დასუფთავებაზე იზრუნებენ.

ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს  ხელს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე და ქალაქ ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ხვალ მოაწერენ. 

მემორანდუმის მიზანი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს" ბენეფიციარების რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობაა.

მემორანდუმის ფარგლებში მსჯავრდებულები, რომელთა სასჯელიც საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ითვალისწინებს, ქუთაისის მერიის შესაბამის სამსახურებში დასაქმდებიან.

იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის ინიციატივით, მსგავსი ტიპის მემორანდუმების გაფორმება საქართველოს მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტის მერიასთანაა დაგეგმილი. უახლოეს დღეებში ასეთივე მემორანდუმი გაფორმდება ოზურგეთის და ბათუმის მერიებთან. შედეგად,  მსჯავრდებულები საკუთარ წვლილს შეიტანენ ქალაქების ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზებაში და შესრულებული შრომით აანაზღაურებენ საზოგადოების წინაშე მიყენებულ ზიანს.

ასევე, ხვალ რატი ბრეგაძე ქუთაისში რეფერირების ცენტრს გახსნის და წყალტუბოს იუსტიციის სახლის მშენებლობას დაათვალიერებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა: ოცნების რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა, EU ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში
სირსკი: ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, იმედია, ეს გაგრძელდება
OpenAI: ავტონომიურმა AI-მ სხვა კომპანიის სისტემებში დამოუკიდებლად შეაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics