|
2021-07-13 11:43:41, 1073 ნახვა
საზოგადოება
თამარ გაბუნია - ბავშვებში ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი მაღალია, მოგვიხდა პედიატრიული საწოლების დამატებით მობილიზება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში კოვიდპანდემიის სიტუაცია ძალიან მძიმეა. როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტროს პედიატრიული საწოლების დამატებით მობილიზება მოუწია, რადგან ბავშვებში ინფექციის გავრცელების მაჩვენებელმა მოიმატა. „კოვიდპანდემიის დღევანდელი სიტუაცია ძალიან მძიმეა და აყენებს განსაკუთრებულ რისკებს მოსახლეობის ჯანმრთელობის და საზოგადოების და ნებისმიერი სხვა სოციალური პროცესების განვითარების კუთხით. გუშინდელი შემთხვევების რაოდენობა აღემატება უკვე 1 800 შემთხვევას. ეს გარკვეულწილად ჯამური მაჩვენებელია, თუმცა მაინც მიუთითებს ბოლო 2 კვირის განმავლობაში შემთხვევების განსაკუთრებით გააქტიურებაზე. აქვე მინდა აქცენტი გავაკეთო იმაზე, რომ გასული 2-3 დღის მანძილზე ჩვენ მოგვიხდა პედიატრიული საწოლების დამატებით მობილიზება, რაც მიუთითებს ბავშვებში ინფექციის გავრცელების მაღალ მაჩვენებელს. თბილისში მობილიზებული 200-მდე პედიატრიული საწოლი, რომელიც ეპიდემიის მეორე და მესამე ტალღის განმავლობაში იყო პრაქტიკულად დაუტვირთავი, უკვე გადატვირთულია და ჩვენ მოგვიხდა კიდევ დამატებით საწოლების მობილიზება პედიატრიული პაციენტებისათვის, რაც ნიშნავს იმას, რომ ინფექციის გავრცელების კუთხით რისკები იზრდება. ამ შემთხვევაში მთავარი გადაწყვეტა ისევ ვაქცინაციის პროგრამაა. მიუხედავად ქვეყანაში დაძაბული საზოგადოებრივი ფონისა, ყველას ინტერესია, ვაქცინაციის პროგრამა განხორციელდეს შეფერხების გარეშე“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა: ოცნების რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა, EU ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში
სირსკი: ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, იმედია, ეს გაგრძელდება
OpenAI: ავტონომიურმა AI-მ სხვა კომპანიის სისტემებში დამოუკიდებლად შეაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)