|
2021-07-12 14:46:05, 1266 ნახვა
საზოგადოება
ქართველი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას საერთაშორისო მედია ეხმაურება
5 ივლისს ჰომოფობური, ძალადობრივი ჯგუფების მიერ ნაცემი „ტვ პირველის“ ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალებას საერთაშორისო მედია ეხმაურება. „საქართველოში, „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეების თავდასხმის შედეგად, ოპერატორი გარდაიცვალა“ - ამ სათაურით არაერთი გავლენიანი მედიასაშუალება ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასა და ქვეყანაში 5-6 ივლისს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს. „სამხრეთ კავკასიის ქვეყანაში, საქართველოში, ორშაბათს ლგბტქ+ კვირეულის ორგანიზატორებმა დაგეგმილი „ღირსების მარში“ არ გამართეს, რადგან „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგე ჯგუფები თავს დაესხნენ ჟურალისტებს, დააზიანეს მათი ტექნიკა, მათ მიზანში ჰქონდათ ჟურნალისტებსა და სამოქალაქო აქტივისტებზე თავდასხმა“, - წერს Reuters-ი. დასავლური მედია BBC წერს, რომ რომ თბილისში განხორციელებული თავდასხმის დროს, ლექსო ლაშქარავას სახის მძიმე დაზიანებები ჰქონდა, თუმცა საავადმყოფოდან გაწერეს. „მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სექსუალური ორიენტაციის დისკრიმინაცია უკანონოა, ქვეყანა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპასა და დასავლეთ აზიას შორის მდებარეობს, კვლავ კონერვატიულია“, - აღნიშნულია BBC-ის სტატიაში. გერმანული „დოიჩე ველეს“ თანახმად, ქართველი ოპერატორი ულტრა-მემარჯვენე ადამიანების ჯგუფმა სცემა, რის გამოც, საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ აღშფოთება იზრდება. „დოიჩე ველეს“ სტატიაში ვკითხულობთ, რომ საქართველოში ლგბტქ+ საზოგადოების მიმართ ძალადობამ აიძულა „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები, რომ დაგეგმილი „ღირსების მარში“ გაუქმებინათ, რასაც მოჰყვა საერთაშორისო აღშფოთება. „ქართველი ოპერატორი ულტრა-მემარჯვენე, ანტი-ლგბტქ+ ბრბოს თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა“ - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“. ამასთანავე, გარდიანის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ მას შემდეგ, რაც ათობით ჟურნალისტს „თბილისი პრაიდის“ პროტესტის გაშუქებისას თავს დაესხნენ, საქართველოს მთავრობა „დანაშაულებრივ პასიურობაში“ დაადანაშაულეს.
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა: ოცნების რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა, EU ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში
სირსკი: ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, იმედია, ეს გაგრძელდება
OpenAI: ავტონომიურმა AI-მ სხვა კომპანიის სისტემებში დამოუკიდებლად შეაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)