17:31 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-12 12:40:31, 720 ნახვა

საზოგადოება
თეა წულუკიანი ჟურნალისტებს: შეწყვიტეთ ჩემი შეშინება ევროკავშირითა და ამერიკით

შეწყვიტეთ ჩემი და საქართველოს სხვა მოქალაქეების შეშინება ევროკავშირითა და ამერიკით, - ასე მიმართა ვიცე-პრემიერმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, ჟურნალისტების დაშინებით ქვეყნის მთავრობა ევროატლანტიკურ ორიენტაციას არ შეიცვლის. 

„ძალიან გთხოვთ, შეწყვიტეთ ჩემი და საქართველოს სხვა მოქალაქეების ძალიან დიდი უმრავლესობის დაშიანება და შეშინება ევროკავშირითა და ამერიკით. ჩვენ ამ დაშინებით არ შევიცვლით ჩვენს ორიენტაციას, ეს არის ევროატლანტიკური ორიენტაცია. თქვენ ყოველთვის ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, რომლებმაც ღიად დადგა პროვოკაცია და ჩემთვის სასმწუხაროდ, როგორც სტრასბურგის სასამართლოს ყოფილი თანამშრომლისთვის ლგბტ თემი და მისი ინტერესები გამოიყენა საკუთარი ბინძური პოლიტიკური თამაშისათვის, თქვენ ყოველთვის აშინებთ ქართველებს უცხოელებით. ამით ძალიან დიდ საქმეს უკეთებთ რუსეთს და თამაშობთ რუსულ თამაშს. ამიტომაც, შეწყვიტეთ ჩემი შეშინება ევროკავშირით და ამერიკით“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა: ოცნების რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა, EU ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში
სირსკი: ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, იმედია, ეს გაგრძელდება
OpenAI: ავტონომიურმა AI-მ სხვა კომპანიის სისტემებში დამოუკიდებლად შეაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics