18:39 - 22 Jul, 2026
|
2021-07-11 12:09:33, 2127 ნახვა
საზოგადოება
„გადადგეს მკვლელი მთავრობა“ – „ტვ პირველის“ ოპერატორის გარდაცვალების შემდეგ პარლამენტთან აქცია გაიმართება
„ტვ პირველის“ ოპერატორის გარდაცვალების შემდეგ პარლამენტთან აქცია გაიმართება. ამის შესახებ სოციალურ ქსელში განცხადება გავრცელდა. „მოვითხოვთ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის დაუყოვნებლივ გადადგომას; 2. მოვითხოვთ მომხდარის დამოუკიდებელი ექსპერტებით გამოძიებას; 3. მოვითხოვთ ყველა იმ მოძალადის დაკავებას და კანონის სრული სიმკაცრით დასჯას, რომლებიც ლექსოს დაესხნენ თავს!“, - აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ „ტვ პირველის“ ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მსვერპლი გახდა, დღეს 11 ივლისს გარდაიცვალა. ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)