|
2021-07-09 17:40:45, 638 ნახვა
საზოგადოება
კიდევ 230 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცა
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ქვეყნის მასშტაბით, კიდევ 230 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცა. დევნილთა სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დევნილი ოჯახები, რომლებიც წლების განმავლობაში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ შენობებში მართლზომიერად ცხოვრობდნენ მესაკუთრეები გახდნენ. „იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს, ამ დრომდე, არ ჰქონდათ საკუთრებისა და სტაბილურობის განცდა, ჰქონდათ შიში, რომ კიდევ მოუწევდათ საცხოვრებლის შეცვლა, რაც, რა თქმა უნდა, ხელს უშლიდა მათი სრულფასოვანი ინტეგრაციის პროცესს. ახლა კი, უკვე შეეძლებათ თავად განკარგონ საკუთარი ქონება. დაკანონების პროცესი სრულიად ნებაყოფლობითია, იმ შემთხვევაში თუ დევნილ ოჯახს არ სურს არსებული საცხოვრებლის დაკანონება, მაგალითად ფართის სიმცირის გამო, ჩვენ მას განსახლების ალტერნატიულ პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობას ვაძლევთ“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა. ბოლო ორი წლის განმავლობაში, საცხოვრებელი ფართი 800-ზე მეტ იძულებით გადაადგილებულ ოჯახს უკვე დაუკანონდა. სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში კი, ამ პერიოდში, ჯამში, 5000-მდე დევნილი ოჯახი განსახლდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)