|
2021-07-09 15:33:59, 704 ნახვა
საზოგადოება
ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ კორონავირუსის შემთხვევათა რიცხვი ნახტომისებურად გაიზრდება, შეზღუდვების გამკაცრება განიხილება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით შეზღუდვების შემსუბუქება არ იგეგმება. მისი თქმით, თუ შემთხვევათა რიცხვი ნახტომისებურად გაიზრდება, საკოორდინაციო საბჭო შეზღუდვების გამკაცრების საკითხს განიხილავს. „შეზღუდვების შემსუბუქება არ იგეგმება, მაგრამ გამკაცრებამდე ყველამ უნდა დავიცვათ წესები და რეკომენდაციები, თუ არ გვინდა რომ შეზღუდვები დაწესდეს კვლავ. ეს რეკომენდაციები გახლავთ ის 5 წესი, რასაც ხშირად ვასახელებთ. შიდა სივრცეებში პირბადის ტარება აუცილებელია. თუ გარე სივრცეში ხდება დიდი თავშეყრა, აუცილებელია პირბადის გამოყენება. ასევე, მნიშვნელოვანია მოვერიდოთ დიდ თავშეყრებს. საკოორდინაციოზე აუცილებლად გავაჟღერებთ, რომ კონფერენციებზე, სემინარებსა და ტრენინგებზე მხოლოდ დაუშვან ორჯერადად აცრილი ადამიანები. ეს არ არის „ქართული ველოსიპედი“, ბევრ ქვეყანაში ეს ხორციელდება. თუ დავიცავთ რეკომენდაციებს, აქტიურად იქნება ვაქცინაცია, მაშინ არ მოგვიწევს ახალი შეზღუდვების დაწესება. თუ შემთხვევათა რიცხვი გაიზარდა ნახტომისებურად, მაშინ, რა თქმა უნდა, დაავადებათა კონტროლის ცენტრი დააყენებს საკითხს საკოორდინაციო საბჭოზე“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)