19:37 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-08 15:12:42, 1308 ნახვა

სამართალი
ვახტანგ გომელაური 5 ივლისზე - სპეცნაზი გამოყვანილი იყო, მაინცდამაინც რობოკოპებით ჩაცმულებმა უნდა იარონ?

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე 5-6 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრეს.

მისივე თქმით, 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე სპეცდანიშნულების რაზმი გამოყვანილი იყო.

„პრეზიდენტს შევხვდით, მოვახსენეთ. მას აინტერესებდა რა მოვლენები, როგორ განვითარდა 5-6 ივლისის მოვლენები. ჩავაყენეთ საქმის კურსში, თუ რა ღონისძიებები ჩატარდა, რა გავაკეთეთ ჩვენ, რამდენი ადამიანი დაშავდა, მათ შორის, სამწუხაროდ რამდენი ჟურნალისტი დაშავდა, რამდენი გამოძახება იყო, რას ვაკეთებთ, რამდენი ადამიანი გვყავს დაკავებული სისხლით და ადმინისტრაციულად, ეს ყველაფერი დაწვრილებით მოვახსენეთ პრეზიდენტს.

ზოგადად კითხვები ჩნდება, 5 ივლისს რატომ არ იყო გამოყვანილი სპეცდანიშნულების რაზმი. რომ არ იყო გამოყვანილი, ამას ვინ გეუბნებათ, არ ვიცი. სპეცნაზი გამოყვანილი იყო. სპეცდანიშნულების რაზმი არ არის ის, რომ მაინცდამაინც რობოკოპებში ჩაცმულებმა იარონ. ისინი ჩვეულებრივად არიან პოლიციელები. ეს ადამიანები გამოსული იყვნენ“, - განაცხადა გომელაურმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics