|
2021-07-08 14:30:39, 799 ნახვა
საზოგადოება
დეკანოზი ილია ჭიღლაძე - იოანე გამრეკელი ქრისტიანიც კი აღარაა, ისაა ახალი კაიფა მღვდელმთავარი
მღვდელმთავარი იოანე გამრეკელი ქრისტიანიც კი აღარაა, ისაა ახალი კაიაფა მღვდელმთავარი, - ამის შესახებ დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, პრორუსმა იოანე გამრეკელმა, 5 ივლისს ჟურნალისტ რატი წვერავაზე არა მარტო იძალადა, არამედ ცილისწამებაც იკადრა. ,,ქუთაისის და გელათის მიტროპოლიტად დანიშნულმა პრორუსმა იოანე გამრეკელმა, რომელიც ხმას არ იღებს გელათის დაზიანების გამო, არა მარტო იძალადა 5 ივლისს ჟურნალისტ რატი წვერავაზე, როცა საკუთარი თანმხლები პირების ძალადობა არ შეაჩერა, არამედ ცილისწამებაც იკადრა. ამასთან ერთად, ისაა ერეტიკოსი (მწვალებელი), რადგან ქრისტეს მიერ დასრულებული მოსეს რჯულის, ანუ ძველი აღთქმის კანონების გაცოცხლებას ცდილობს ეკლესიაში და ძალადობის რელიგიურ საფუძველზე გამართლება-დაკანონებას. მღვდელმთავარი იოანე გამრეკელი ქრისტიანიც კი აღარაა, ისაა ახალი კაიაფა მღვდელმთავარი, რომელიც უარყოფს ახალ აღთქმის სულს და ძველი აღთქმის კანონების და მენტალიტეტის დაბრუნებას ცდილობს, რელიგიური ფანატიზმის და ძალადობის ასაღორძინებლად. ანაქსიოს კაიაფა გამრეკელს!!!", - წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)