|
2021-07-06 12:36:57, 728 ნახვა
საზოგადოება
ოპოზიციური პარტიების ნაწილი დღეს პარლამენტთან შეკრებას და აქციას აანონსებს
ოპოზიციური პარტიების ლიდერების ნაწილი დღეს პარლამენტთან შეკრებას და აქციას აანონსებს. შეკრება 20:00 საათზეა დაგეგმილი. „ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისა და პუტინისტების წინააღმდეგ“ დაგეგმილ პროტესტს ცალკეული პოლიტიკოსები, მათ შორის „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია, „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია და „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე უერთდებიან. „20:00 საათზე ვიკრიბებით პარლამენტის წინ თავისუფლებისთვის, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის და პუტინისტების წინააღმდეგ“, - აცხადებს გიგა ბოკერია. დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას პოლიტიკური მოძრაობა „დროაც" ავრცელებს. „გუშინდელი დღე იყო უდიდესი დარტყმა საქართველოს სახელმწიფოებრიობასა და მის საფუძვლებზე. ჩვენ ვნახეთ სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული თავდასხმა ლგბტქი ადამიანებზე, ჟურნალისტებზე, აქტივისტებსა და სხვა მოქალაქეებზე. ახლა უმთავრესია, არ შეგვიპყროს უიმედობამ და არ ავირჩიოთ უმოქმედობა. პოლიტიკური მოძრაობა “დროა” უერთდება დღეს, 20:00 საათზე პარლამენტის წინ დაგეგმილ აქციას. მოქმედების დროა! გავერთიანდეთ ჩვენი უფლებებისთვის და სახელმწიფოსთვის!“, - აღნიშულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)