22:07 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-06 12:07:07, 708 ნახვა

საზოგადოება
ვენახების საკადასტრო ამონაწერი, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, 1000-ზე მეტმა მევენახე ფერმერმა მიიღო

2019 წლიდან დღემდე, ვენახების საკადასტრო ამონაწერი გაცემულია 21 ათას ფერმერზე, აქედან 6 ათასი, მიმდინარე წელს.

2021 წლიდან, რთველის დროს, ვენახების საკადასტრო ამონაწერის გარეშე, მევენახე ღვინის საწარმოს ყურძენს ვერ ჩააბარებს. ვენახების რეგისტრაცია და კადასტრის ამონაწერით მოსავლის ჩაბარება ყველა მევენახისთვის სავალდებულო გახდა.

ფერმერებს ვენახების რეგისტრაცია და ვენახის საკადასტრო ინფორმაციის განახლება ამ ეტაპზე ყვარელში, გურჯაანში, სიღნაღში, თელავში, ახმეტაში და  აღნიშნული მუნიციპალიტეტების სოფლებში განთავსებულ, ჯამში, 47 სარეგისტრაციო უბანში შეუძლიათ.

რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში, ასევე, დედოფლისწყაროს, ლაგოდეხისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში რეგისტრაცია უახლოეს დღეებში დაიწყება.

რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში, ღვინის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ უკვე მომზადებულია  10 პირი, რომლებიც მევენახეებს კადასტრის ერთიან ბაზაში დაარეგისტრირებენ.

ვენახების კადასტრის პროგრამასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზს - 1501 დაუკავშირდნენ.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
ბათუმში სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics