|
2021-07-01 13:58:03, 360 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი - იმისათვის, რომ სოფლის მეურნეობა იყოს კონკურენტუნარიანი, გვჭირდება ხარისხისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტების დანერგვა
სურსათის ეროვნული სააგენტოს 2030 წლამდე გაწერილი სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში საკანონმდებლო დაახლოების პროცესია. ბოლო წლებში, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სურსათის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერების და საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის მიზნით, რამაც ხელი შეუწყო სამომხმარებლო ბაზარზე კონტროლის გააქტიურებას, წარმოებებში თანამედროვე სტანდარტების დანერგვას, ცხოველთა ჯანმრთელობის და მცენარეთა დაცვის სისტემების ჩამოყალიბებასა და ადგილობრივი პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ზრდას. 2021-2030 წლებში, სურსათის უვნებლობის მიმართულებით განსაზღვრულია: ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოება და უვნებლობის თანამედროვე სისტემების დანერგვა; სახელმწიფო კონტროლის გააქტიურება და კონტროლის სისტემის ეფექტიანობის გაზრდა; ბიზნესსექტორის ცნობიერების ამაღლება; გამჭვირვალობის უზრუნველყოფა; ადგილობრივი პროდუქციის კონკურენტუნარიანობის და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის ხელშეწყობა. ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით დაგეგმილია: ეროვნული კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის კანონმდებლობასთან ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის, ცხოველთა დაავადებების საწინააღმდეგო ღონისძიებების, ვეტერინარული პრეპარატების რეგისტრაციის და კონტროლის მექანიზმებთან დაკავშირებით; მონიტორინგისა და დაავადებებზე ზედამხედველობის სისტემის სრულყოფა; არსებული და მოსალოდნელი რისკების საფუძველზე ცხოველთა გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პრევენციული და სალიკვიდაციო პროგრამების შემუშავება და განხორციელება. მცენარეთა დაცვის მიმართულებით გაგრძელდება: ფიტოსანიტარიული სისტემის შესაძლებლობების გაძლიერება; მცენარეთა დაცვის საშუალებების შესახებ არსებული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება; საკარანტინო და განსაკუთრებით საშიში მავნე ორგანიზმების კონტროლის და დიაგნოსტიკის გაძლიერება; ფიტოსანიტარიული მონიტორინგის განხორციელება და ბრძოლის ღონისძიებების დაგეგმვა; მცენარეთა დაცვის ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელებით, ქვეყანაში ფიტოსანიტარიული კეთილსაიმედოობის შენარჩუნება და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის კონკურენტუნარიანობის და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა; მცენარეთა დაცვის საშუალებების შესახებ არსებული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება. პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მთავრობის ათწლიანი გეგმის ფარგლებში, სამინისტროები საკუთარი მიმართულების ხედვებს წარადგენენ, რომელიც ეკონომიკური სტაბილურობისა და ქვეყნის სიძლიერისთვის მომდევნო წლების სახელმძღვანელო იქნება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო პირველი უწყებაა, რომელმაც დარგის განვითარების ათწლიან ხედვა წარადგინა.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)