|
2021-06-30 15:30:32, 520 ნახვა
საზოგადოება
„თიბისი“ მომხმარებლებს ელექტროენერგიის საფასურის გადახდას უმარტივებს
ხვალიდან თბილისის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანია იცვლება, აბონენტებს „თელასის“ ნაცვლად კომპანია „თელმიკო“ მოემსახურება. იმისათვის რომ გავუმარტივოთ მომხმარებლებს ეს ცვლილება, თიბისის ინტერნეტ და მობაილბანკის სისტემაში ახალი სერვისი დაემატა - თელმიკოს ელ. ენერგია. მათ ამ ახალ სერვისზე ელექტროენერგიის გადახდის შაბლონები, იგივე აბონენტის ნომრით ავტომატურად გამოუჩნდებათ მობაილ და ინტერნეტბანკის კომუნალური გადახდებში. მომხმარებლებმა 1 ივლისამდე დარიცხული დავალიანება „თელასის“ სერვისის გამოყენებით უნდა დაფარონ, ხოლო 1 ივლისიდან ელექტროენერგიის საფასურის გადახდა აღნიშნული ახალი სერვისის საშუალებით უნდა განახორციელონ. ხოლო მათ, ვისაც ელექტროენერგიის დავალიანების დაფარვა ავტომატურ გადარიცხვებში ჰქონდა დამატებული, თელმიკოს ელ. ენეგრიის გადახდის დავალება ახლიდან უნდა შექმნან არსებული აბონენტის ნომრით. „თელასის“ ყველა მომხმარებელი, ავტომატურად ხდება „თელმიკოს“ აბონენტი. ელექტრომიმწოდებელი კომპანიის ცვლილება არ აისახება ელექტროენერგიის ტარიფზე. კომპანია “თელმიკოსთან” დაკავშირება შესაძლებელია შემდეგ ნომერზე: +995 32 5 000 777.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)