05:05 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-29 23:09:01, 1461 ნახვა

მსოფლიო
Reuters-ის ინფორმაციით, ესტონეთში შენახვის პირობების დარღვევის გამო, AstraZeneca-ს ვაქცინის 68 ათასი დოზა გაფუჭდა

Reuters-ის ინფორმაციით, ესტონეთში, შენახვის პირობების დარღვევის გამო, კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 68 000 დოზაზე მეტი გაფუჭდა.

როგორც გამოცემა ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, ვაქცინის გაფუჭება სივრცეს უკავშირდება, რომელშიც ტემპერატურა 15 გრადუს ცელსიუსამდე ავიდა.

ამასთანავე, Reuters-ის ცნობით, აღნიშნული ვაქცინები სხვა ქვეყნებში გასაგზავნად იყო განკუთვნილი, შესაბამისად, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ესტონეთში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი არ შეჩერდება.

Reuters-ი იტყობინება, რომ ზარალი 1.5 მილიონ ევროს შეადგენს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics