|
2021-06-24 10:43:56, 481 ნახვა
კომენტარი
გენადი არველაძე - თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანა ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის ზრდას ხელს შეუწყობს
თურქეთის დედაქალაქ ანკარაში საქართველო-თურქეთის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით შექმნილი ერთობლივი კომიტეტის მე-12 შეხვედრა ჩატარდა, რომლის დროსაც გაიმართა მოლაპარაკება ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაში ცვლილებების განხორციელებასთან დაკავშირებით. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, თურქეთის დელეგაციას კი - ვაჭრობის მინისტრის მოადგილე მუსტაფა თუზჯუ. მოლაპარაკების ფარგლებში, მხარეებმა საქართველო - თურქეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე ტარიფების შემდგომი ლიბერალიზაცია და აღნიშნულ დოკუმენტში მომსახურებით ვაჭრობის დამატების შესაძლებლობა განიხილეს. მხარეებმა გაცვალეს ლიბერალიზაციის მოთხოვნები და შეთავაზებები, ასევე განიხილეს ტრანსპორტის სფეროში მომსახურების დანართის ტექსტი. გენადი არველაძის განცხადებით, საქართველოსა და თურქეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილების შეტანით, განსაკუთრებით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ტარიფების შემდგომი ლიბერალიზება, გაზრდის საქართველოს ექსპორტს თურქეთში და ხელს შეუწყობს ქართველ მწარმოებლებს, საკუთარი წარმოების აგროპროდუქცია თურქეთის ბაზარზე კონკურენტუნარიანი იყოს. მისი თქმით, თურქეთის მხარესთან კონსულტაციის პროცესი აღნიშნულ საკითხზე წარმატებით მიმდინარეობს. მოლაპარაკებების მსვლელობისას, ხაზი გაესვა საქართველოს, თურქეთს და ევროკავშირს შორის დიაგონალური კუმულაციის ამოქმედების მნიშვნელობას. თურქულმა მხარემ აღნიშნა, რომ კუმულაციის დროულად ამოქმედების მიზნით ევროკავშირს შესაბამის ინფორმაციას მიმდინარე წლის პირველ ივლისამდე მიაწვდის. დასასრულს, მხარეთა გადაწყვეტილებით, კომიტეტის შემდგომი შეხვედრა თბილისში 2021 წლის ბოლოს გაიმართება, მანამდე კი კონსულტაციები ექსპერტების დონეზე ონლაინ რეჟიმში გაგრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)