08:27 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-24 10:04:39, 595 ნახვა

პოლიტიკა
ჯოზეფ ბორელი საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ, დავით ზალკალიანს, მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრს აურელიო ჩოკოისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს დმიტრო კულებას შეხვდება. 

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრა დღეს, 24 ივნისს ბრიუსელში გაიმართება.

შეხვედრაზე მონაწილე პირები ევროკავშირისა და სამ ასოცირებულ პარტნიორი ქვეყნის ურთიერთობებსა და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს განიხილავენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯოზეფ ბორელი და სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები მედიისთვის განცხადებას გააკეთებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ზელენსკის მკვლელობას მოუწოდებდა
საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს
ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს
ქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics