|
2021-06-18 23:29:37, 1271 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში ანა ბიერდეს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში ანა ბიერდეს შეხვედრა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილეები ირაკლი ნადარეიშვილი, დავით თვალაბეიშვილი, გურამ გურამიშვილი, აგრეთვე მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სებასტიან მოლინეუსი. შეხვედრაზე განხილული იქნა მსოფლიო ბანკის მიმდინარე და სამომავლო პროექტები საქართველოში, მათი სარგებლიანობა და შესაძლებლობები. აღინიშნა ის დიდი როლი, რომელსაც მსოფლიო ბანკის პროექტები ასრულებენ საქართველოს მაკროეკონომიკური სტაბილურობის, სამოქალაქო დანიშნულების ინფრასტრუქტურის მშენებლობის, აგრეთვე სტრუქტურული რეფორმების განხორციელების მიმართულებით. განსაკუთრებულად გამახვილდა ყურადღება საქართველოს ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების პროექტზე (GENIE), რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყანაში ციფრული ეკონომიკის განვითარებას. პროექტის ბიუჯეტია 23,5 მლნ აშშ დოლარი, რომელიც მიმართულია ინოვაციური მეწარმეობის ხელშეწყობისკენ, მათთვის განვითარების სხვადასხვა პროგრამების ინიცირების და საერთაშორისო პარტნიორების მოძიების მიზნით. აღინიშნა, რომ კოვიდ-19 - ის პანდემიამ გაზარდა საზოგადოების მოთხოვნა ციფრულ სერვისებზე, ამდენად, პროექტმა „GENIE" განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. შესაბამისად, შეხვედრაზე დაისვა აღნიშნული პროექტის გაგრძელების საკითხი. კიდევ ერთი პროექტი, რომელსაც საქართველო მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით ახორციელებს და მიმართულია ციფრული ეკონომიკის განვითარებისკენ, „Log-in Georgia" - ია. შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების ეროვნული სტრატეგიისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავება 2020 – 2025 წლებისთვის. აღინიშნა, რომ პროექტი „Log-in Georgia" - ს მიზანია, სტრატეგიით განსაზღვრული სამიზნე მაჩვენებლების მისაღწევად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. პროექტმა ხელი უნდა შეუწყოს ციფრული სერვისების გამოყენებას. შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა პროექტებზე, რომელთაც მსოფლიო ბანკი ენერგეტიკის, ტრანსპორტის, აგრეთვე ეკონომიკის სხვა სექტორების განვითარების მიზნით ახორციელებს. აგრეთვე აქცენტი გაკეთდა სტრუქტურულ და ეკონომიკურ რეფორმებზე. აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში, ანა ბიერდე ეწვია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს - ტექნოპარკს, სადაც მსოფლიო ბანკის ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის (GENIE) ბენეფიციარებს შეხვდა.
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან მერაბ ტურავა გაათავისუფლეს
სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილეა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)