00:17 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-17 12:11:39, 712 ნახვა

სამართალი
მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული თანხის შემოტანის მცდელობის ფაქტი გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში „გუგუთი", ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის მოქალაქის ჰ.ს.-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილისა და ხელბარგის დათვალიერების შედეგად, ქვეყნის საზღვარზე არადეკლარირებული 20 000 აშშ დოლარისა და 1 000 000 რუსული რუბლის უკანონო შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს.

როგორც შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, უცხოურ ვალუტაში არსებულმა არადეკლარირებულმა თანხამ ეროვნული ბანკის სავალუტო გაცვლითი კურსის მიხედვით 103 603 ლარი შეადგინა. საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით ფულადი ჯარიმა 10 360,3 ლარის ოდენობით შეეფარდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics